ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა
მშენებლობისა და ინტერიერის 28-ე საერთაშორისო გამოფენაზე ჩვენი კომპანია კიდევ ერთხელ წარმოადგენდა თავის უახლეს ინოვაციებს.
ეს არც პირველი გამოჩენა იყო, რადგან ჩვენი ბრენდი ბაზარზე უკვე წლებია მაღალი დონის ხარისხით გამოირჩევა და მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე, უსაფრთხო და ესთეტიურად დახვეწილ ბუხრებს.
ამ საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას ვაცნობოთ ჩვენი კომპანიის უპირატესობებს და პროდუქციის მრავალფეროვნებას. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ბუხრები, რომლებიც პასუხობენ ყველა საჭიროებას — იქნება ეს დასაკიდი ბუხრები, ჩასაშენებელი მოდულები, ბიოეთანოლის დიზაინის ბუხრები, თუ ეზოსთვის განკუთვნილი მოდელები. თითოეული პროდუქტი გამორჩეულია დიზაინით, უსაფრთხოებით და ენერგოეფექტურობით, რაც მას ინტერიერის ან ეზოს სრულფასოვან ელემენტად აქცევს.
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მუდმივი ინოვაციები არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი კომპანია მუდმივად მოწვეულია უმაღლესი დონის საერთაშორისო ღონისძიებებზე. ვლადიმერი და ლერი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას, განვითარებას და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი და თანამედროვე ბუხრების მიწოდებას.